30, ივლისი 2020 17:29:00
კურორტ გომისმთის განაშენიანების გეგმას გაეროს განვითარების პროგრამა დააფინანსებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ მოაწერეს. მათი თქმით, ეს ნაბიჯი, კურორტის სწორად განვითარებას, ველური ბუნების შენარჩუნებას და უკანონო მშენებლობების აღკვეთას ხელს შეუწყობს.