03, აგვისტო 2020 21:42:00
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე წლების წინ თვითნებურად მოწყობილი ავტობაზრობა გაუქმდა. მანქანის ყიდვას ამიერიდან გოგოლის ქუჩაზე „მეტროს“ ავტოსადგურის ტერიტორიაზე შეძლებთ. გასაყიდი ავტომობილების მფლობელებს ტროტუარები და პარკირების ზონები უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. აღმაშენებლის ქუჩაზე ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს ყოვედღიიურ რეჟიმში ახორციელებს, რათა ავტობაზრობის მოწყობა არ განმეორდეს. შესაბამისი ტექსტი და ვიდეო მასალა მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.