03, აგვისტო 2020 21:44:00
სამაგისტრო გამოცდების მესამე დღე დასრულდა. ბათუმში 1300-ზე მსურველი იყო დარეგისტრირებული. ქალაქში 2 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს .პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, დაცული იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. აუდიტორიაში შესვლამდე აპლიკანტეს თერმოსკრირინგი უტარდებოდათ, მაგიდებს შორის იყო ორ მეტრიანი დაშორება. სამაგისტრო გამოცდების პარალელურად კი ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასწორება მიმდინარეობდა. აბიტურიენტებს საღამოს 16 საათის შემდგომ შედეგების ნახვა შეუძლიათ მათემატიკასა და სახვით ხელოვნებაში.