04, აგვისტო 2020 21:26:00
სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის ბინების დაკანონების პროექტი დაიწყო. თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უკვე შეიმქნა სპეციალური კომისია, რომელიც საცხოვრებელი ფართების მისაღებად წარდგენილ განცხადებებსა და დოკუმენტაციას ინდივიდუალურად განიხილავს.უწყების ბალანსზე არსებული 5ათასამდე ბინის ფაქტობრივი მფლობელებისთვის დაკანონების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 17 ივლისს მიიღო.შედეგად, ათასობით ოჯახისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა გადაიჭრება.