08, ივნისი 2017 20:22:00
ადგილობრივი ბენდებისთვის მხარდასაჭერი კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პროექტ „კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში შეფუთვას და ორენოვანი ვებ-გვერდის შექმნას , ვიდეო რეკლამების ინტერნეტ სივრცეში განთავსებას და 3 სიმღერის ჩაწერას სამ ბენდს დაუფინანსებენ. გამარჯვებულები ოთხ უფასო კონცერტსაც ჩაატარებენ. აღნიშნული მიმართულებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ბიუჯეტიდან 79 000 ლარს დახარჯავს. კონკურსში 6 ადგილობრივი ვოკალურ-ინსტრუმენტალური ჯგუფი მონაწილეობდა, რომლებიც თანამედროვე საავტორო მუსიკას ქმნიან.