06, აგვისტო 2020 21:38:00
მიმდინარე სეზონზე ბათუმიდან თბილისში, 7 ბავშვი ჰერომიზულ ურემიული იგივე ჰუს-ის სინდომით გადაიყვანეს. დაავადებას სიცოცხლისთვის საშიში გართულებები ახასიათებს, ახლავს თირკმლის მწვავე უკმარისობა. აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ამბონენ, რომ მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარება დამაკმაყოფილებელია. ნონა ეფაძის განცხადებით,მოწამლვა ზღვის ან სასმელ წყალს არ უკავშირდება, როგორც ეს ერთ-ერთმა მოქალაქემ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ზაფხულში მსგავსი ფაქტები ხშირია და შესაძლოა გაურეცხავი ხილისა და ბოსტნეულის ჭამამ გამოიწვიოს.