09, ივნისი 2017 20:31:00
მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს თამაზ ბაკურიძე გამოეხმაურა. უფლებადამცველი გიორგი კვირიკაშვილის გუშინ გაკეთებულ განცახდებას მიესალმება, რომლის თანახმად, მიწის როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს. ბაკურიძე ხელისუფლებისგან იმ მიწების მონიტორინგსაც მოითხოვს, რომელიც უცხოელ ინვესტორებზე 1 ლარად უკვე გასხვისდა.