07, აგვისტო 2020 21:16:00
გომისმთის ტერიტორიულ ერთეულში მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, წინასწარი განაცხადების მიღება მიმდინარეობს. პროცესი 3 აგვისტოს დაიწყო და 14 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ვადები მაღალი მიმართვიანობის გამოა გაზრდილი. განაცხადების შევსება 2ათასამდე მოქალაქემ შეძლო. თუმცა ეს მიწის ავტომატურ რეგისტრაციას არ ნიშნავს. გასავლელია სხვა ეტაპებიც.