10, აგვისტო 2020 21:59:00
მახინჯაურში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული შვიდი წლის ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. იგი რეამინაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ორი არასრულწლოვანია მოთავსებული, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გუშინ ქვეითად მოსიარულეებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.