10, აგვისტო 2020 21:45:00
აჭარაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულები საკარანტინე ზონიდან არიან და შემხებლობა არავისთან ჰქონიათ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ინფორმაციით, ერთი მათგანი მკურნალობას თბილისში გააგრძელებს, მეორე კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. რეგიონში კოვიდ19-ის დიაგნოზით სამედიცინო სერვისს ჯამში 18 ადამიანი იღებს.