10, აგვისტო 2020 21:40:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტეტსტებს. გიორგი კირთაძე პროცესის შეჩერებას ითხოვს. ხელისუგფლების ოპონენტი ამტკიცებს, საქართველოს ამ მიმართულებით გამოცდილება არ აქვს და ამან შესაძლოა ტრაგედია გამოიწვიოს. კირთაძე პარალელებს ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან ავლებს და ამბობს, რომ ტრაგედიაზე გარკვეული პასუხისმგებლობა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უნდა აიღოს. სააგენტოში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს.