10, აგვისტო 2020 20:20:00
ე.წ "ოცნების ქალაქის" პროექტის განხორციელება გრძელდება. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამუშაოები პანდემიის ფონზეც არ შეწყვეტილა. დასაქმებულია 120 ადამიანი. ადგილზე მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდა. მუყაოს ქალაქში მცხოვრებლებისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმების დოკუმენტზე კომისიამ მუშაობა დაიწყო.