14, აგვისტო 2020 21:25:00
მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188, 7 მილიონი დოლარი შეადგინა. მაჩვენებელი 22.1 პროცენტით მეტია გასული წლის ივლისის ანალოგიურ ციფრზე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, გზავნილების მიხედვით პირველ ადგილზე რუსეთია, მას იტალია მოჰყვება, მესამე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, მას საბერძნეთი მოჰყვება. ხუთეულში ბოლო პოზიცია ისრაელს უჭირავს.