14, აგვისტო 2020 21:15:00
„ფუტსალისა და საპლაჟო ფეხბურთის“ ცენტრის დირექტორმა თანამდებობდა დატოვა. ბესიკ თედორაძე საზოგადოებრივ მოძრაობას „შენთან ერთად“ შეუერთდა. ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, მერიამ ჯერ კლუბი გააუქმა, შემგდომ კი ცენტრს შეუწყვიტა დაფინანსება, რის გამოც ფუნქციონირების გაგრძელება გაუჭირდათ. ბათუმის მერიაში კი საპასუხოდ განმარტეს, რომ ამის მიზეზი უწყების მიერ გუნდისთვის გამოყოფილი თანხების ვერ ათვისება გახდა.