17, აგვისტო 2020 11:08:00
ე.წ. "ქობულეთის კლასტერიდან," რომელიც დაკავშირებულია კაფე "ჰავანასთან" გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა უკვე გამოვლენილ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფ ორ პირს.
ჯამში ამ შემთხვევიდან კორონავირუსი დადასტურებული აქვს 5 მოქალაქეს. ეპიდემიოლოგიურად მოკვლეულია და კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე. PSR ტესტირებისთვის სინჯები აღებული აქვს დამატებით 110 პირს, კვლევის პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.
გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ ერთ პირს, ქალი იმყოფებოდა კარანტინში, რომელიც საქართველოში საბერძნეთიდან დაბრუნდა.
სამივე მათგანი გადაყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში. აღნიშნულ დაწესებულებაში მკურნალობას 26 ინფიცირებული პაციენტი გადი.