17, აგვისტო 2020 18:38:00
„ჯანსაღი ცხოვრება პატივცემულ ვეტერანებს“ - სლოგანით ბათუმში მაგიდის ჩოგბურთის ყოველწლიური შეჯიბრი გაიმართა. ტურნირში, ვეტერან ქალთა და მამაკაცთა კლუბის 40-მდე წევრი მონაწილეობდა. გამოვლინდა 2 ჩემპიონი. ისინი სიგელებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით დაჯილდოვდნენ. საჩუქრები მიიღეს მეორე და მესამე ადგილზე გასულმა სპორტსმენებმაც.