17, აგვისტო 2020 18:39:00
„ქუჩის მხატვრობის ვორქშოფი“ - ღონისძიება ბათუმში, ბაქოს ქუჩაზე, თევზის ბაზრობის წინ მიმდინარეობს. მას ადგილობრივი არტისტი, იოსებ ჯორბენაძე ხელმძღვანელობს. მოხალისეებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ფერადი და კონცეპტუალური კედლების შექმნაში, იხილონ Street Art ტექნიკა, დაეუფლონ სპრეი/პულივიზატორით ხატვის ხელოვნებას და იზრუნონ ქალაქის კულტურულ იერსახეზე. ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ხატვის პროცესს და გაეცნონ მის თეორიულ და ტექნიკურ დეტალებს. პროექტი,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, თვის ბოლომდე გაგრძელდება.