09, ივნისი 2017 20:34:00
ჩვენი შემდეგი სიუჟეტი ზაფხულის სეზონზე ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას ეხება. ღამის საათებში მოსახლეობას განსაკუთრებით პიროტექნიკისგან გამოწვეული ხმაური აწუხებს. ასევე ქალაქის მცხოვრებლებისთვის პრობლემას წარმოადგენს მშენებლობებისგან გამომავალი ხმები. ხმაურის დასაშვებ ნორმას ბათუმის საკრებულო არეგულირებს, რის მიხედვითაც კერძო პირის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში პირველ ჯერზე ჯარიმა 150 ლარია, იურიდიული პირის შემთხვევაში – 500 ლარი, განმეორებით შემთხვევაში კი როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირის მიმართ ჯარიმა ორმაგდება. ჩვენ დავინტერესდით რამდენად ეფექტურია კონტროლის მექანიზმი ? ია გოლიაძე მუშაობდა თემაზე