18, აგვისტო 2020 18:01:00
დაკვამლიანება გონიოში. ცეცხლი გუშინ, ღამის 11 საათზე, სასტუმრო მგზავრებში, სავარუდოდ, მეშვიდე სართულზე არსებულ სადენებს გაუჩნდა. ათასამდე მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გამოწერეს. „მგზავრების“ 12 სართულიანი სასტუმროს ძირითადი შესასვლელი დღეს დალუქული იყო. სტუმრები შენობას უკანა კარიდან ტოვებდნენ. ადმინისტრაციამ მათ სხვა ნომრები შესთავაზა.