09, ივნისი 2017 20:30:00
რამდენად მორგებულია შეღავათიანი აგრო სესხების პროგრამა მცირეფერმერებისა და კოოპერატივების საჭიროებაზე,- ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლებამ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევის თანახმად, რესპოდენტთ 40% თვლის , რომ პროგრამა ნაკლებად ითვალისწინებს მცირე ფერმერების საჭიროებებს და გამიზნულია მხოლოდ მსხვილ ფერმერებზე. ამას ადასტურებს ის, რომ შეღავათიანი აგროკრედიტების ქვედა ზვარი გაიზარდა 5000 ლარიდან 20000 ლარამდე, რამაც მსესხებელთა რიცხვის შემცირება გამოიწვია. გარდა ამისა, მცირეა პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივების რაოდენობა და ის გაცემული სესხების მთლიან მოცულობის 0,38%-ს შეადგენს.ასევე კვლევის ავტორებს, პრობლემურ საკითხად მიაჩნიათ ფერმერსა და საბანკო სექტორს შორის არსებულიკომუნიკაციის საკითხიც.