09, ივნისი 2017 20:29:00
ხალხმრავლობა იყო დღეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ვარდების საკოლექციო ნაკვეთში. ბაღში ვარდების გამოფენა გაიმართა, რომელზეც ყვავილის 150 სახეობა იყო წარმოდგენილი. მართალია გამოფენა ერთდღიანი იყო, მაგრამ დაინტერესებულ პირებს ყვავილების დედოფლად წოდებული მცენარის მრავალი სახეობის დათვალეირება ოქტომბრამდე შეუძლია.