25, აგვისტო 2020 19:20:00
29 – 30 აგვისტოს ბათუმში, ფრანების ფესტივალი გაიმართება. ბულვარის სანაპიროზე, სასტუმრო „ჰილტონის“ წინ, 12-დან 19 საათამდე, აქტივობის კოლექციაში შესული 100-მდე პროფესიონალური და სამოყვარულო ფრანის შოუ მოეწყობა. გაიმართება ახალი ფრანის პრეზენტაცია და აშვება, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის ახალ ზელანდიაში შეიკერა. მოწვეული მხატვრების მონაწილეობით, ჩატარდება მასტერკლასი ხელნაკეთი ფრანების დამზადებისა. ანონსის თანახმად, ფესტივალს მუსიკალურად მოწვეული დიჯეები გააფორმებენ. დასწრება და მონაწილეობა თავისუფალია. უამინდობის შემთხვევაში კი, აქტივობა ამინდის გამოსვლისთანავე გაიმართება.