26, აგვისტო 2020 19:55:00
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე პასუხისგებაში კომპანიის ხელმძღვანელი მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომლის კომპანიასაც არ გააჩნდა ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისათვის სავალდებულო შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, გააყალბა აღნიშნული გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, სამუშაოების შესრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც შემდგომ წარუდგინა სატენდერო კომისიას. აღნიშნული კატეგორიის დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.