12, ივნისი 2017 20:02:00
ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას 16 სამიზნე ქვეყანაში აწარმოებს. პრეს-ტურის ფარგლებში ბათუმს მაისიდან დღემდე 80-მდე ჟურნალისტი სტუმრობდა, რომლებმაც აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ შესაძლებლობებსა და სიახლეებზე 40-მდე სტატია და რეპორტაჟი მოამზადეს. რეპორტიორები რეგიონში არსებულ არამატერიალურ და კულტურულ მემკვიდრეობასაც გაეცნობიან. ივლისიდან კი აჭარის შესახებ გადაღებული საიმიჯო კლიპი AL Jazeera-სა და Euronews-ის ეთერშიც იტრიალებს. პრესტურებისთვის ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 150 000 ლარამდე დაიხარჯება.