28, აგვისტო 2020 19:54:00
საჭადრაკო ფესტივალი ბათუმი 2020 დღეს დასრულდა. რიგით მე-16 საქალაქთაშორისო შეჯიბრში 8-10-12 და 14 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ. ერთკვირიანი ტურნირის დახურვის ცერემონიაზე გამარჯვებული გუნდის წევრები და მწვრთნელები გამოავლინეს. პირველ ხუთეულში გასულ მონაწილეებს მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ფესტივალი ტრადიციულად წელიწადში ერთხელ, ზაფხულში იმართება.