12, ივნისი 2017 17:01:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საზღვარზე გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსაგან დამზადებული ნაკეთობები.