02, სექტემბერი 2020 10:06:00
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი ორი კვირის ვადაში "დონაში" იმყოფებოდა. არჩილ ჩიქოვანი არ უარყოფს, რომ საკონდიტროს მფლობელებთან მეგობრობს, თუმცა არ გვიკონკრეტებს როდის მოინახულა ისინი ბოლოს.
" არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას, მართალია მე ვმეგობრობ ოჯახთან, მაგრამ არ მქონია შეხება, ასე, რომ ყოფილიყო იმდენი პასუხისმგებლობა კი გამაჩნია, რომ ტესტირება ჩავიტარო" - უთხრა TV25.GE არჩილ ჩიქოვანმა.
TV25.GE ერთ-ერთმა ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, რომ ბათუმის მერის შემსრულებელი საკონდიტრო "დონაში" იმყოფებოდა, თუმცა იგი თვითიზოლაციაში არ გადასულა და არც ტესტირება ჩაუტარებია.