04, სექტემბერი 2020 18:32:00
გონიოს სანაპიროზე ამ წუთებში გამნაღმველები მუშაობენ. როგორც TV25.GE-ს თვითმხილველები უყვებიან, ზღვაში ასაფეთქებელი საშუალება იპოვეს, რის გამოც 112-ში დარეკეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ძალოვანი უწყების თანამშრომლები. უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარს ამ დრომდე ველოდებით, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.