07, სექტემბერი 2020 12:34:00
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იმ სტუდენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან და 150 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური სრულად, სახელმწიფო გრანტის შესაბამისად დაუფინანსდებათ.
ნუნუ მიცკევიჩი მოუწოდებს სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს, აღიდგინონ სტატუსი, რათა სახელმწიფო დახმარებით ისარგებლონ.