08, სექტემბერი 2020 13:41:00
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის თქმით, გუშინ 7 სექტემბერს, საკეისრო კვეთა გაუკეთეს ორსულ ქალს, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული.
მისივე თქმით, დედაც და ბავშვიც ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობენ. საკეისრო კვეთა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარდა.
ახალშობილი კორონავირუსზე დატესტილია, თუმცა პასუხი ჯერ ცნობილი არ არის.
როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ინფიცირებულ ორსულს საკონდიტრო მაღაზია „დონასთან“ ჰქონდა კავშირი.