09, სექტემბერი 2020 12:32:00
დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება არც უმაღლეს სასწავლებლებში.
„ჩვენ სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგს სრულად ვახორციელებთ. დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია არაერთი სკოლა. აქედან 600-მა სკოლამ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომელიც არის ჩვენგან წარმოდგენილი, დანარჩენებს მიეიცათ მითითება, თუ რა ხარვეზები იყო გამოსასწორებელი იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს." - თქვა ტიკარაძემ.