09, სექტემბერი 2020 18:09:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
„ენერგო-პროჯორჯია“-ს აბონენტთა ნაწილი, რომელსაც ხვალ შუქი გაეთიშება შემდეგნაირია:
ხელვაჩაურში - 10:00-დან 17:00 საათამდე, ურეხის,კახაბრისა და მახვილაურის დასახლებების ნაწილს, ასევე სოფელი ინჯალოს.
ქობულეთში - 08:00-დან 11:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, სოფლებს: ხუცუბანს, კვირიკეს, ბობოყვათსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე ქუჩებს: დ.აღმაშენებელის, თამარ მეფის, ჭავჭავაძის, კოსტავასა და მიმდებარე ქუჩებს.
ქედაში - 11:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, სოფლებს: სიხალიძეებს, მერისს, გუნდაურს, დოლოგანს, ჭალახმელას, ქოსოფელსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დაბა ქედის ნაწილს.
შუახევში - 11:30-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, სოფლებს: ნენიას, სხეფს, ჩანჩხალოს, ფურტიოს, ნიგაზეულსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დაბა შუახევის ნაწილს.
ხულოში- 11:00-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით, სოფლებს: თხილვანას, ბაკოს, ღორჯომს, ფაჩხას, ირემაძეებს, დიდაჭარას, ბოძაურს, დანისპარაულსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში აღდება.