10, სექტემბერი 2020 21:48:00
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბათუმის რაიონული სამსახურის ერთ-ერთ მედიკოსს კოვიდ-19 დაუდასტურდა. უკვე იდენტიფიცირებულია მისი კონტაქტები, რომლებიც იზოლაციასა და კარანტინში იმყოფებიან. ინფიცირებული ექთანი ბოლოს 4 სექტემბერს მორიგეობდა, რა დროისთვისაც მას უკვე ჩატარებული ჰქონდა ლაბორატორიული კვლევა კოვიდ-19-ზე, რაზეც პასუხი უარყოფითი იყო შესაბამისად, დაინფიცირების პერიოდში, მას მოსახლეობისთვის ბინაზე გადაუდებელი დახმარება არ გაუწევია.