11, სექტემბერი 2020 11:22:00
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ვირუსის 14 ახალი კერა გამოჩნდა, სადაც ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ფართო გავრცელებაზე მიანიშნებს.
რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით,ინფიცირებულებს შორის არიან სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები, კლინიკისა და სხვა დაწესებულებების თანამშრომლები.
"4 იმპორტირებული შემთხვევაა, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს დაუდასტურდათ. 4 ცნობილ კლასტერებთან დაკავშირებულია. 4 ''ხოფის ბაზრობას'', ორი ''ნოვას'', ორი კი ელიტ-ელექტრონიქსს უკავშირდება. ერთი შემთხვევაში ინფიცირებულია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი. 10 უკვე არსებულ კლასტერებთან დაკავშირებულია და ეს ოჯახური კონტაქტებია.
გამოიკვეთა ახალი ლოკაციები, ეს არის ''თერა მოტორსი'', სადისტრიბუციო კომპანია, კლინიკა როკო და ა.შ." - თქვა შავიშვილმა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით, ეს შედეგი ტესტირების გაფართოებამ მოგვცა.
შეგახსენებთ, 15 ინფიცირებბის პირველწყარო დაუდგენელია, მათ შორის არის სამედიცინო დაწესებულებები.