11, სექტემბერი 2020 13:35:00
ბათუმში, 3 სარიტუალო დარბაზი, 2 სასტუმრო და 7 ქსელური მაღაზია დააჯარიმეს. ზედამხედველობის პროცესში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსია ჩართული, რომელიც ქალაქში იმყოფება. ბექა ფერაძის ინფორმაციით, დამრღვევებს, ჯარიმის სახით, 10000 - 10000 ლარის გადახდა მოუწევთ.
მისივე განცხადებით, სარიტუალო დარბაზებში, აკრძალვების მიუხედავად ხვადასხვა ღონისძიება გადაიხადეს, მათ შორის იყო ქორწილი და ქელეხი. რაც შეეხება სასტუმროებს, შემოწმებული რვა ობიექტიდან 2 ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა.
ფერაძის თქმით, 17-მა დარბაზმა რეკომენდაციები გაითვალისწინა და დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა. ამასთან, კაფე-ბარების და რესტორნების მიმართულებით 500 ობიექტის გაფრთხილება მოხდა. გეგმიური ინსპექტირება განხორციელდა ბულვარის ტერიტორიასა და ქალაქის სხვა წერტილებში არსებულ 30 კვების ობიექტზე. დეპარტამენტის უფროსის შეფასებით, ისინი რეკომენდაციებს სრულად აკმაყოფილებდნენ.
ობიექტების შემოწმება გრძელდება.