11, სექტემბერი 2020 15:55:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევნების თარიღის შეცვლა არ იგეგმება. როგორც გახარიამ განმარტა, დღის წესრიგში არც ისეთი შეზღუდვების დაწესება დგას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე ზეგავლენას მოახდენს.
„არჩევნების თარიღის შეცვლა ან რაიმე სახით საარჩევნო პროცესში ცვლილებები, დღის წესრიგში კატეგორიულად არ დგას, ისივე როგორც არანაირი შეზღუდვები, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება“,- განაცხადა პრემიერმა..