11, სექტემბერი 2020 16:17:00
გიორგი გახარიას განცხადებით, დიდ ქალაქებში სწავლის დისტანციურად დაწყებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება კერძო სკოლებსაც ეხება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ყველა დაწესებულებაზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.