11, სექტემბერი 2020 21:59:00
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 39-ით გაიზარდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ვირუსის 14 ახალი კერა გამოჩნდა. ამ დრომდე უცნობი რჩება 15 პირის ინფიცირების წყარო. კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები გამოვლინდა ''თერა მოტორსში'', სადისტრიბუციო კომპანიაში, კლინიკა "როკო"-ში" და ''ხოზრევანიძის კლინიკაში''. ამასთან, რეგიონში 4 იმპორტირებული შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც ინფიცირებულები უცხო ქვეყნის მოქალაქე, სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან. კიდევ ოთხი შემთხვევა ცნობილ კლასტერებს უკავშირდება, ამდენივე „ხოფის ბაზრობას“. ორი ''ნოვას'' და ორიც "ელიტ-ელექტრონიქსს". კორონავირუსი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელსაც დაუდასტურდა. და ბოლოს, 10 ინფიცირებული უკვე არსებულ კლასტერებთანაა დაკავშირებული და აღნიშნული ოჯახური კონტაქტებია.