11, სექტემბერი 2020 21:43:00
ბათუმში, ორი სასტუმრო, სამი სარიტუალო დარბაზი და 7 ქსელური მაღაზია ათ-ათი ათასი ლარით დაჯარიმდა. ობიექტებს, შრომის პირობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე პირადად ამოწმებს. ამბობს, რომ სარიტუალო დარბაზებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის ქორწილი და ქელეხი გადაიხადეს. რაც შეეხება სასტუმროებს, 8 განთავსების ობიექტი შემოწმდა, აქედან, დადგენილი ნორმების დაუკმაყოფილებლობის გამო 7 დაჯარიმდა. ფერაძის თქმით, გეგმიური ინსპექცია განხორციელდა კვების ობიექტებშიც, მათ შორის ბათუმის ბულვარში, თუმცა აქ დარღვევები არ გამოვლენილა. მონიტორინგი გრძელდება. შემოწმდება ყველა ის ლოკაცია, სადაც ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის თავს.