11, სექტემბერი 2020 21:35:00
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. არჩილ ჩიქოვანმა მათ რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდა. ასევე მიმართა მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე მგზავრებს, არ გადაადგილდნენ ფეხზე დგომით და გამოიყენონ პირბადე. პირბადის გამოყენების აუციებლობა შეახსენა მერმა ტაქსის მძღოლებსა და მოსარგებლე მგზავრებს. ჩიქოვანმა, ასევე გასცა დირექტივა, გამკაცრდეს მონიტორინგი, მათ შორის სასტუმროებში, სილამაზის სალონებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მერის განცხადებით, ისევ გადადებულია კულტურული ღონისძიებები.