13, სექტემბერი 2020 11:41:00
დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 152 ადამიანს დაუდასტურდა. საერთო ჯამში, ქვეყანა 2227 ინფიცირებულ პაციენტს ითვლის. ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, საქართველოში COVID19-ი კიდევ 6-მა ადამიანმა დაამარცხა. მათი რაოდენობა 1369-ს შეადგენს.
ცნობისთვის, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 390 ადამიანი რჩება.