14, სექტემბერი 2020 11:32:00
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს, სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსის აქტიური შემთხვევებიდან, 30 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 5-ის კი კრიტიკულად მძიმე.
მარინა ეზუგბაიას თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.
"კრიტიკულად მძიმე მხოლოდ 5 პაციენტი გახლავთ, მძიმე - 30, მაგრამ ყველა მათგანის კონტროლირება მაქსიმალურად ხდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია". - განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, მისი ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი - კრიტიკულად მძიმე.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა.