14, სექტემბერი 2020 23:27:00
კორონავირუსმა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე მოხუცთა თავშესაფარშიც შეაწია. Covid 19 ხუთ ბენეფიციარსა და ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.
მოხუცთა თავშესაფრის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ამ წუთებში შენობაში კარანტინია გამოცხადებული და ბენეფიციარების ტესტირება მიმდინარეობს.
თავშესაფარში დღეისათვის 120-მდე ბენეფიციარი ცხოვრობს.