18, სექტემბერი 2020 11:10:00
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 129-ით გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატრადა 4 000-მე მეტი PCR ტესტი. კლინიკებში მოთავსებულია 341 პაციენტი, კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობას გადის 223 პაციენტი.
გასული ორი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა, კლინიკა და საკარანტინო სივრცე დატოვა 26-მა პაციენტმა.
ინფიცირებულთა მაჩვენებელი მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება:
- ბათუმი: 114
- ქობულეთი: 11
- ქედა: 3
- შუახევი: 1