მთავარ გამოშვებაში ნახავთ რეპორტაჟს, რომელიც არის ამბავი არა ერთი რომელიმე კონკრეტული ოჯახის გაჭირვებისა, არამედ მთელი ქვეყნის მასტაბით არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე, სადაც სიღარიბის ასეთი სტატისტიკა გვაქვს: საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს 1 ან 2 ბავშვიანი ოჯახების 24 .5 პროცენტი ან მრავალშვილიანი ოჯახების 34.4 პროცენტი. როგორ გეგმავენ პოლიტიკური პარტიები ამ პრობლემის მოგვარებას ? „მაცნე“ წინასაარჩევნო პერიოდში მაჟრიტარობის კანდიდატებს ესაუბრა.
ის, რომ საქართველოში ბავშვები უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე მოსახლეობის სხვა რომელიმე ჯგუფი, არაერთი კვლევა ადასტურებს. ერთ-ერთი უკანასკნელი იუნისეფმა გამოაქვეყნა, თუმცა, არსებულ რეალობას ჩვენი სიუჟეტების ის გმირებიც კარგად ცხადყოფენ, რომელთა ყოფის შესახებაც არც თუ იშვიათად გაიამბობთ. ასეთი გმირებს შორისაა ....... ექვსშვილიანი ოჯახი. დედა ამბობს, რომ მისი გასაჭიროს შესახებ ყველამ იცის, რომ დახმარებას პირადად დაპირდა თორნიკე რიჟვაძე, თუმცა ოჯახის მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლება.
საპარლამენტო არჩევნებამდე ორმოცი დღე დარჩა. რას ჰპირდება მოსახლეობას პარტიები? რა გეგმები აქვთ წინასაარჩევნოდ იმისთვის, რომ ბავშვები აღარ შიმშლობდნენ? „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სიღარიბის დამარცხებას სამუშაო ადილების შექმნით გეგმავს.
რა გეგმები აქვს მმართველ გუნდს? „ქართული ოცნების“ ქობულეთის მაჟოტარიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძე არა საარჩევნო პროგრამის დეტალებზე, არამედ პანდემიის მიზეზით ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს.
ქვეყნისთვის ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას გეგმავს პარტია „ლელო საქართველოთვის“. ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი შიმშილის დაძლევაში გამოსავალს, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად ბევრი სამუშაო ადგილების შექმნაში ხედავს. ირაკლი კუპრძე აცხადებს,რომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დასაქმების შემთხვევაში ორი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება შეუნარჩუნდებათ,ყველა ბენეფიციარს ექნება სამედიცინო დაზღვევის სრული პაკეტი, ხოლო სოციალურად დაუცველ პირებს პროფესიული გადამზადების სრული კურსები დაუფინანსდებათ.
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ კალიოანია.ამბობს,რომ წინასაარჩევნო პროგრამის შედგენისას მსჯელობა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების გეგმის შედგენით დაიწყო,პარტია გამარჯვების შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური შემოსავლის გაორმაგებას და ახალი პროგრამის შექმნას აანონსებს,რომლის საშუალებითაც ყველა ბეფიციარი თვეში 170 ლარს,უფასო მედიკამენტებს და უფასო საკვებს მიიღებს.
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა,რომ 2015-დან 2017 წლამდე ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა.