22, სექტემბერი 2020 21:15:00
კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაკეტილი აზარტული დაწესებულებები, რომლებმაც მუშაობა 15 მარტს შეწყვიტეს. სამორინეების ფუნქციონირების შეჩერების გამო ათასობით ადამიანი სახლში უმუშევრად ზის. ერთჯერადი 200 ლარიანი დახმარება არსამაკმარისია. შემოსავლის გარეშე დარჩენილები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
კიდევ ერთი სფერო, რომელზეც კორონავირუსმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, აზარტული დაწესებულებებია. ამ დრომდე დაკეტილია სამორინეები, შეჩერებულია სამუშაო პროცესი და თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში იმყოფებიან.
იმის გამო, რომ აზარტულ დაწესებულებებში თავშეყრა, ჯერ კიდევ პანდემიის გავრცელების რისკად ითვლება, უკვე მეექვსე თვეა შემოსავლის გარეშე ცხოვრობს, ქრისტინა პამბაც. როგორც განმარტა, ყველაზე ცუდი, რაც ამ ეტაპზე ხდება, არის ის, რომ არ იცის, როდემდე მოუწევს სახლში ჯდომა. ქრისტინამ ერთჯერადი, სახელმწიფო დახმარება მიიღო, თუმცა ამბობს, რომ აღნიშნული, იმ თანხასთან შედარებით, რასაც თავად გამოიმუშავებდა, თითქმის არაფერია. უჭირს საბანკო ვალდებულებების დაფარვაც.
კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც საქმიანობის განახლების უფლებას ელოდება გიორგი გორგილაძეა. ამ ეტაპზე, მისთვის საორიენტაციო თარიღის შესახებაც ინფორმაცია უცნობია. ქრისტინას მსგავსად, მასაც საბანკო ვალდებულებების დაფარვა უჭირს. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც გიორგი გვიყვება ისაა, რომ სამორინემ იანვრის თვეში, სახელმწიფოსგან ლიზენციის მოსაპოვებლად, 1 წლის თანხა წინასწარ გადაიხადა. მიუხედავად პანდემისაა, მოსაკრებელი მათ არ დაუბრუნეს. ამას კი ისიც ემატება, რომ დაწესებულება მოიჯარეებს თანხას დღემდე უხდის, რათა შენობის დატოვება არ მოუწიოთ.
თვითდასაქამებულები 26 სექტემბერს მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებენ. ამბობენ, რომ სამორინეების გახსნას იქამდე მოითხოვენ, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიაღწევენ. შეგახსენებთ, კაზინო და სხვა აზარტული გასართობი ცენტრები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, მიმდინარე წლის 15 მარტს დაიკეტა.