22, სექტემბერი 2020 21:08:00
ქვეყანაში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვალების ერთ-ერთი უკანასკნელი შემთხვევა თბილისის კლინიკაში დაფიქსირდა. გარდაცვლილი პაციენტებიდან, ერთი ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა. ასაკოვან ქალს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, 67 წლის კაცი მკურნალობას ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა. მედიკოსების ინფორმაციით, მასაც თანმდევი დაავადებები ჰქონდა.