23, სექტემბერი 2020 10:49:00
საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4140 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მათი რაოდენობა 1643 -ს შეადგენს.
შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა.