23, სექტემბერი 2020 17:02:00
ბათუმის მეხუთე საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა. დაინფიცირდა 12 პირი, აქედან 7 მასწავლებელია, 1 ფსიქოლოგი და 4 დამლაგებელი. შენობაში სადეზინფექციო პროცედურები უკვე ჩატარდა, პედაგოგების ნაწილმა კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა. აჭარაში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა შემთხვევების მატების გამო, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს და შესაძლოა სწავალ პირველ ოქტომბერსაც არ განახლდეს. ამის შესახებ თბილისის ინფიქციური საავადმყოფოს დირექტომა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.