24, სექტემბერი 2020 15:55:00
აჭარაში, მოსწავლეები საკლასო ოთახებს ვერც პირველ ოქტომბერს დაუბრუნდებიან. რეგიონში ისევ დისტანციური სწავლების რეჟიმი შენარჩუნდება. 1-დან მე-6-ე კლასის ჩათვლით მოსწავლეები სკოლაში სიარულს, მომდევნო თვიდან მხოლოდ თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში შეძლებენ. ფოთსა და გორში კი სკოლაში სიარულს, პირველი ოქტომბრიდან, ყველა კლასის მოსწავლე შეძლებს. გარდა ამისა, მშობლებს ექნებათ დისტანციური სწავლების მეთოდის არჩევის შესაძლებლობა. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, სწავლა ისევ დისტანციურად გაგრძელდება.